თელავის მერიამ 4 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს უწყებაში განუცხადეს, აღნიშნულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო 700- დან 1200 ლარამდეა. მერიაში აცხადებენ, რომ კონკურსანტების შესარჩევად ჩატარდება ღია და გამარტივებული კონკურსი, რომელიც რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას.
,,კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პოზიციებზე: სამდივნო/საოფისე საქმის სპეციალისტის, ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის, მერის წარმომადგენლის სოფელ რუისპირის ადმინისტრაციულ ერთეულში და შიდა აუდიტის სამსახურის აუდიტის განყოფილების უფროსის თანამდებობებზე. კონკურსანტებს განაცხადების გაკეთება 23 აგვისტომდე შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს განაცხადი მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. მინიმალური მოთხოვნებია ბაკალავრის ხარისხი და 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში”,- განაცხადეს თელავის მერიაში.