ბაქრაძე – სოფლებში უწყლობის პრობლემაა, დაუხარჯავი თანხა კი უკან ბრუნდება ბიუჯეტში
დავით ბაქრაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა სოფლებს ყურადღებას არ აქცევს.
„სოფელ გიორგიწმინდას საერთოდ არ მიეწოდება წყალი და რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს მმართველ გუნდს, მაგრამ მათ პრობლემებს არავინ გამოხმაურებია. სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობა ასევე გზის და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც წლებია აწუხებთ. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ყოველი წლის ბოლოს, რაიონები უკან აბრუნებენ დაუხარჯავ და აუთვისებელ თანხას ბიუჯეტში. უზარმაზარი რესურსი იხარჯება ბიუროკრატიის და ჩინოვნიკების შენახვაზე, მაგრამ არავის არ აწუხებს, ის რაც აწუხებს ხალხს, უწყლობა, უგზოობა, უპატრონობა და მიტოვებული სოფლები, ეს ყველაფერი არის აუცილებლად შესაცვლელი. ჩემი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ამოცანაა, ჩემს საპარლამენტო გუნდთთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მივაღწიოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.