გურჯაანის 14 ბაღში სამზარეულოების რეაბილიტაცია განხორციელდება
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში ბაღებში სამზარეულოების რეაბილიტაცია სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება, სადაც დაცული იქნება სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. უწყების ინფორმაციით, რამდენიმე სააღმზრდელო დაწესებულებაში, ასევე, მოეწყობა პროდუქტების შესანახი სათავსოები და სველი წერტილები.
,,მერიის მიერ 33 ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი ორ ლოტად არის გამოცხადებული. პირველი ლოტის ღირებულებაა 11 320 ლარი, ხოლო მეორესი – 55 680 ლარი. ტენდერი თითქმის დასრულდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შერჩევა- შეფასების პროცედურები. მეორე ეტაპზე გამოცხადებული ტენდერი მოიცავს ვეჯინის, კოლაგის, კარდენახის 1-ლი, კარდენახის მე-2, კარდენახის მე-3, კარდენახის მე-4, ჩალაუბნის, მელაანის, არაშენდის, ქოდალოს, დარჩეთის, კაჭრეთის, ჯიმითის და ნანიანის საბავშვო ბაღების ნაწილობრივ რეაბილიტაციას”,- განუცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ მუსალბიშვილმა.