ყვარლის მერიამ საქმის წარმოების საკითხებში სპეციალისტის ვაკანსია გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის აკადემიურო ხარისხი და საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება. უწყების ინფორმაციით, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას.
“თანამდებობრივი სარგო 800 ლარია. საქმის წარმოების საკითხებში უფროსი სპეციალისტი ფუნქციოები იქნება მერიის კორესპონდენციის მიღება და ადრესატებისათვის გადაგზავნა; მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაცია და მათი განაწილება დანიშნულებისამებრ სამსახურებსა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან; საიდუმლო დოკუმენტაციას წარმოება და ა.შ. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს: განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები. კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს კენჭისყრის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში”, – განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 18 აგვისტომდე შეეძლებათ.