ახალი ამბები

ახმეტის მერი – თუშეთის გზა გაიხსნა

იოსებ ქარუმაშვილი ამინდის გაუარესების შემთხვევაში მოსახლეობას მოუწოდებს, თუშეთისკენ გადაადგილებააზე თავი შეიკავონ. 
,,ათუშეთის გზა გიხსნა. ორი დღეა, რაც მძიმე ტექნიკა ჩამონაშალი მიწისა და ქვა-ღორღისგან გზას წმენდს. ტრაქტორები ახლაც მობილიზებულია და თუ კლდე სადმე ჩამოიშლება, გზას ისევ გაწმენდს. ბევრი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი მოდის თუშეთში. როცა წვიმს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მოსახლეობამ, რადგან მეწყერის გამო ნებისმიერ დროს შეიძლება გზა დაიკეტოს”, -განუცხადა Knews.ge-ს სოსო ქარუმაშვილმა.
გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის, შპს „გერალის“ წარმომადგენლის, ტარიელ წიკლაურის ინფორმაციით, თუ წვიმა გაგრძელდება, არ არის გამორიცხული, რომ გზა ისევ ჩაიკეტოს. 
„გზა არის ვიწრო და თუ არ გაფართოვდება, მანქანები ერთმანეთისთვის გვერდის ავლას ვერ შეძლებენ. წვიმის შედეგად აბანოს უღელტეხილამდე დაახლოებით 500 კუბური მეტრი მეწყერი ისეთ ადგილებში ჩამოვიდა, სადაც აქამდე არასდროს ჩამოსულა. მთავარია კარგი ამინდი იყოს და პრობლემა არ იქნება. თუ წვიმა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, რომ გზა ისევ ჩაიკეტოს“, – აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას ტარიელ წიკლაურმა. 
9 აგვისტოს ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მიწისა და კლდის ნაშალი ჩამოწვა, რის გამოც რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა. თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო მოძრაობის აკრძალვის გამო სამხევის რეინჯერთა სახლთან ტურისტები იყვნენ დარჩენილები და გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. ლადო კახოიძის თქმით, აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა.