ვაჩნაძიანში 2008 წლის ომში გარდაცვლილი ალექსი ნატროშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა
დაფა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა გახსნა.
“ალექსი ნატროშვილი ჩვენი დროის გმირია. მან თავისი სიცოცხლე სამშობლოს შესწირა და ის თოთოეული ჩვენგანისთვის მისაბაძია. ყველამ უნდა იცოდეს ალექსი ნატროშვილის გმირობის შესახებ”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
ღონისძიებას გურჯაანის მერის მოადგილეები სიმონ ქოჩორაშვილი, ნიკოლოზ გეთიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ესწრებოდნენ.