ახალი ამბები

სოფელ კალაურში შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

 არქეოლოგებმა მონასტერთან მდებარე IX საუკუნის ნაგებობის კვლევისას განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სპეციალისტების ვარაუდით, კერამიკის ფრაგმენტები XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. 
“არქეოლოგები „იოანე ნათლისმცემლის“ მონასტერთან მდებარე ნაგებობას (სასახლეს) იკვლევენ, რომელიც IX საუკუნით თარიღდება. ნაგებობის ზედაპირის გაწმენდისას აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების მოჭიქული კერამიკის ფრაგმენტები. აღმოჩენა სავარაუდოდ XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება”, – განუცხადეს knews.ge-ს არქეოლოგებმა.
სოფელ კალაურში იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გაეცნო. კალაურში არქეოლოგიური გათხრები რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს.