თელავში ავარიის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 5 არასრულწლოვანი დაშავდა
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. „ბე-ემ-ვე“-სა და „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც საპირისპიროდ მოძრაობდნენ, ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 8 დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები.
როგორც knews.ge-ს ინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი ინფორმაციით, ” ბე-ემ-ვე”-ს მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.