ახალი ამბები

ლაგოდეხში პარკურსა და ფრირანში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდება

ტურნირი გასულ წელს თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი 16 წლის ცოტნე ცქიტიშვილის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც პარკურის მიმდევარი იყო. შეჯიბრებაში მონაწილეობა შეეძლებათ 12-დან 16 წლამდე მოზარდებსა და 16 წელს ზემოთ ასაკის ტრეისერებს. 
ტურნირი ჩატარდება პარკურისა და ფრირანის ფედერაციის ორგანიზებით. გამომსვლელებს გამოცდილი ჟიური შეაფასებს. ჩემპიონატში მონაწილეობის სურვილი ორმოცდაათამდე ქართველმა პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენმა უკვე გამოთქვა.
წლევანდელი ჩემპიონატი პარკურსა და ფრირანში ფესტივალის „ლაგოდეხი 2018“ ფარგლებში ტარდება.