სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენლის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ სრული ზოგადი განათლება. უწყების ინფორმაციით, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრეას.
“მერის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებალად საჭიროა ინგლისური ან რუსული ენების A1 დონეზე ცოდნა. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ და ა.შ. თანამდებობრივი სარგო 1100 ლარია”, – განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
კონკურსში მონაწილების მსურველებს აღნიშნულ ვაკანტურ ადგილზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) მიმდინარე წლის 13 აგვისტომდე შეეძლებათ.