სტატიები

თელაველი მეწარმე მაისურებს, ბალიშებს და სხვა სუვენირებს ამზადებს

იგი მაისურებს, ნაჭრის ჩანთებს, ბალიშებს, ჭიქებს და სავიზიტო ბარათებს ამზადებს და ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მეწარმე ამბობს, რომ სუვენირებს დიდი ხანია ამზადებს, თუმცა ბიზნესსაქმიანობის დაწყება 1 წლის წინა გადაწყვიტა. მას ,,ელკანას“ პროექტი დაეხმარა, რომლის ფარგლებში მოგებული გრანტით საჭირო ტექნიკა შეიძინა.
,,ჩემი ბიზნეს საქმიანობა ,,ელკანას’’ პროექტში გამარჯვების შემდეგ დაიწყო. პროექტში 1 წლის წინ გავიმარჯვე და გრანტის ფარგლებში სპეციალური ტექნიკა შევიძინე. სწორედ მისი დახმარებით ვამზადებ მაისურებს, ნაჭრის ჩანთებს, ბალიშებს, ჭიქებს და სავიზიტო ბარათებს. ჩემი ძირითადი საქმიანობა კი ერთ-ერთ მარკეტინგულ კვლევით კომპანის უკავშირდება, ACT – Analysis and Consulting Team ასადაც უკვე 6 წელია კახეთის კოორდინატორის პოზიციაზე ვმუშაობ’’,- განუცხადა knews.ge-ს ირინა ჯანდიერმა.
ჯანდიერი ფიქრობს, რომ ეს მიმართულება თელავში არ არის განვითარებული და მაღაზიები, სადაც ტურისტებზე გათვლილი სუვენირები იყიდება, ქალაქში ცოტაა. მისი თქმით, ამ ფაქტორმა გადააწყვეტია ამ საქმიანობის დაწყება, რომელშიც მისი მეუღლე, ფოტოგრაფი გიორგი ბეჟანიშვილიც დაეხმარა.
,,ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე, სწორედ მასთან ერთად დამებადა იდეა, შეგვევსო ის ცარიელი ნიშა, რაც ჩვენს ქალაქში, ტურისტული სუვენირების მამართულებითაა. ყოველთვის გვწყდებოდა გული, რომ თელავში ჩამოსული ტურისტები, სუვენირების შეძენას, რომლებზეც ქალაქის ღირსშესანიშნაობა და ხედები იქნებოდა დატანილი, ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ ამ საქმიანობის დაწყება გადავწყვიტე. უკვე ერთი წელი გავიდა, რაც ეს საქმიანობა წამოვიწყე. თავიდან სანამ პროგრამულ დიზაინს და დაბეჭვდას ვისწავლიდი, სირთულეებიც იყო, თუმცა ახლა უკვე ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად მიდის, ვითარდება და ჩვენს სუვენირებზე მოთხოვნა იზრდება. რაც ყველაზე მთავარია, მიგვაჩნია, რომ ჩვენს პროდუქციას კახეთის ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს, რადგან საქმე გვაქვს ფოტოგრაფიასთან და ვიზუალური ამბის თხრობასთან, რომელიც უნიკალურია ნებისმიერი ფოტოგრაფის შემთხვევაში’’,- ამბობს ჯანდიერი.
,,მიაუს’’ ბრენდის ქვეშ წარმოებული სუვენირები თელავის მაღაზიებში უკვე იყიდება. ირინა ჯანდიერის ინფორმაციით, სუვენირების ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია. მეწარმის განმარტებით, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქალაქ თელავისა და ზოგადად კახეთის რეგიონის პოპულარიზაციაა. 
,,მომხმარებელს ვთავაზობთ სუვენირების ფართო არჩევანს. ჩვენ მიერ დამზადებული ჭიქები, მაისურები, ბალიშები და ნაჭრის ჩანთები უკვე იყიდება თელავის სხვადასხვა მაღაზიაში, ასევე გვაქვს კერძო შეკვეთები კომპანიებისაგან, ჩვენ მათთვის სარეკლამო პროდუქციას ვამზადებთ. ჩემი მიზანია სუვენირების მეშვეობით ფართო აუდტორიასა და ტურისტებს გავაცნო თელავი და კახეთი. ამ ეტაპზე ჩემი მეუღლის, ფოტოგრაფ გიორგი ბეჟანიშვილის ფოტოებით ვაფორმებთ პროდუქციას. ასევე მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ფოტოგრაფებთანაც, რათა მათი ნამუშევრებიც გავაცნოთ ფართო აუდიტორიას. ვგგემავთ ჩვენ პროდუქციაზე ფასდაკლებას ისეთ დღესასწაულებზე, რომლებიც უკავშირდება საქალაქო თუ სასოფლო დღეობებს: ასევე გვაქვს შემოთავაზება რამოდენიმე ქსელური მაღაზიისგან, სადაც უახლოეს მომავალში განთავსდება ჩემი პროდუქცია და მომხმარებლებს არა მხოლოდ თელავში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ მათი შეძენა’’, – აცხადებს მეწარმე. 
ირინა ჯანდიერი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ წარმოების გაზრდას და სახელოსნოს გახსნას გეგმავს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, მსურველებს დამატებითი სერვისები შესთავაზოს. 
,,ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ჩემი პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი იქნება. უახლოეს მომავალში ვგეგმავ სურათების ტილოზე გადატანას და კერამიკული ნაკეთობების ბრენდირებას. ასევე ქალაქის ცენტრალურ პარკში მეუღლესთან ერთად ვხსნი სახელოსნოს, სადაც მომხმარებელს შეეძლება, ერთ სივრცეში მიიღოს ფოტომომსახურების და პრინტინგის სერვისი. მინდა, რომ ჩემი საქმიანობით შევძლო ბევრი ადამიანის დასაქმება. სამომავლო გეგმებში ასევე შედის გამოფენა – გაყიდვებში და ფესტივალებში მონაწილეობის მიღება’’,- აღნიშნავს ირინა ჯანდიერი.