NDI- გამოკითხულთა 81% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. 12% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მიუღებლად მოიჩნევს, 6%-მა კი არ იცის, მისაღებია თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.