სოფელ შილდაში დენის დარტყმის შედეგად 6 წლის გოგონა გარდაიცვალა
გავრცელებული ინფორმაციით, 6 წლის გოგონა დენის დარტყმას ემსხვერპლა. ერთ-ერთი ვერსიით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 6 წლის გოგონა ჩართვას ცდილობდა. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას.