ახალი ამბები

თუშეთში მანქანის ხევში გადავარდნისას 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაშავდა

22 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. რთული რელიეფის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებსა და სამართალდამცავებს გარდაცვლილი და დაშავებულები მთელი ღამის განმავლობაში ამოჰყავდათ. მათი ამოყვანა დღეს დილით მოახერხეს. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულებს ამ ეტაპზე სამედიცინო გამოკვლევები უატრდებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.