თელავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს “ნისანისა” და “ოპელის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთერთი დაშავებული, “ნისანის” მარკის ავტომობილის მძღოლი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ალექსი ჭანკოტაძეა.
როგორც knews.ge-ს რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულებს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ და პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.