თელავში ძმამ ძმა დაჭრა
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით კისრის არეში დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რომელიც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.