თუშეთში ახალი სასტუმრო მზის ენერგიით მომარაგდება
“სამზეო“ ცნობილი ამერიკული ბრენდის “Preferred Hotel Group”-ის წევრი იქნება, რომელიც მსოფლიოს 85 ქვეყანაში 650-მდე ეგზოტიკურ, ბუტიკური ტიპის სასტუმროს აერთიანებს.
“სამზეო სოფელ ომალოში შენდება. სასტუმროში 43 ნომერი, მათ შორის პრემიუმ კლასის რესტორანი, საუნა, სპა, ლაუნჯი განთავსდება. ნებისმიერ დამსვენებელს თუ ტურისტს ასევე საშუალება ექნება, ისარგებლოს საკონფერენციო მომსახურებით. სასტუმრო სავარაუდოდ ოთხვარსკვლავიანი იქნება და მომხმარებელს სრულ სერვისს შესთავაზებს. სასტუმროს სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდება, ცხელი წყალი და გათბობა კი ძვირადღირებული საქვაბე სისტემიდან იქნება უზრუნველყოფილი. ეს იქნება ყველაზე დიდი სასტუმრო, რაც აქამდე თუშეთში აშენებულა. ,,სამზეო“ სტუმრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან მიიღებს“, – აცხადებენ კომპანია ,,რედიქსში“.