ახალი ამბები

სიღნაღის საკრებულომ იურიდიულ საკითხებში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც Knews.ge-ს წარმომადგენლობით ორგანოში განუცხადეს, ვაკანტური ადგილის დასაკავებლად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც განცხადების გადარჩევას და კანდიდატებთან გასაუბრებას მოიცავს. 
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 700 ლარია. 
,,აღნიშნულ პირს დაევალება საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა,მოქალაქეთა განცხადებების/საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, საკრებულოს კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში, სამართლებრივ ურთიერთობებში სახელწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საკანონმდებლო ბაზის ყოველდღიური სიახლის დაზუსტება და შესაბამის თანამდებობის პირთა ინფორმირება და საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება. მინიმალური მოთხოვნებია, კანდიდატი იყოს პროფესიით იურისტი, ჰქონდეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ წლის სამუშაო გამოცდილება”, – განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. 
კონკურსში მონაწილების მსურველებს ვაკანტურ ადგილებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 8 აგვისტომდე შეეძლებათ.