სიღნაღში სპორტის დარბაზს მსოფლიო ჩემპიონის, შოთა ბეჟაშვილის სახელი მიენიჭა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი გოგილაშვილის თქმით, სპორტსმენმა ბევრჯერ ასახელა სიღნაღი და საქართველო. იგი მსოფლიო დონის სპორტსმენი და ტრენერია.
,,შოთა ბეჟაშვილი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აღიარეს ნომერ პირველ სპორტსმენად. არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი. ამ დამსახურებების გარდა, არის მაღალი კლასის ტრენერი. ეს ადამიანი ძალიან ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ სიღნაღელმა ახალგაზრდებმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ. მას აღზრდილი ჰყავს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და რეკორდსმენები. შოთა ქალაქ სიღნაღში ნამდვილად გამორჩეული ადამიანია. ჩვენი მხრივ, ამდენი დამსახურების გამო, გვინდოდა სიცოცხლეშივე დაგვეფასებინა მისი მოღვაწეობა და გაგვეხსნა მისი სახელობის დარბაზი,“ – განაცხადა გიორგი გოგილაშვილმა.
„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი სახელობის დარბაზის და სკოლის დაარსება. მიხარია, რომ დაფასდა ის შრომა რაც ჩემი ქალაქის წარმოჩენისთვის და ახალგაზრდებისთვის გავწიე,’’ – განაცხადა შოთა ბეჟაშვილმა.