ახალი ამბები

მდინარე ალაზანში 52 წლის მამაკაცი დაიხრჩო

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი 52 წლისაა და ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ცხოვრობდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარეში ბანაობის დროს შეუძლოდ გახდა და დაიხრჩო.
knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.