რეგიონებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ხელფასი 20-30%-ით გაეზრდებათ
როგორც მან აღნიშნა, ხელფასების 20-30% ზრდის ინიციატივა მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული.
„ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზოგადად სერვისი და ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად მივაწოდოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.