დღეს სასტუმრო ლოპოტა სპა რეზორტი გაიხსნება
ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა. უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონია „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე გაიმართება. ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატრი – ირაკლი ქადაგიშვილი, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი – დავით საგანელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, ფონდის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. 2017 წელს საპარტნიორო ფონდმა შპს „ლოპოტასთან“ ხელი მოაწერა პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. სასტუმრო ასევე ავითარებს საკუთარ მეურნეობას, სადაც ბიო პროდუქტების წარმოებას დაიწყებს.
,,სექტემბერში „ლოპოტა“ დამსვენებლებს 2 685 კვ.მ-ზე განთავსებულ ღვინის საწარმოს და რესტორანს „შატოს“ შესთავაზებს. რაც შეეხება სხვა სახის პროექტებს, „ლოპოტა სპა რეზორტი“ 2018 წლის ბოლოს სტუმრებს 72 ახალი ნომრით, 2 132 კვ.მ-ზე განთავსებული ღონისძიებების დარბაზით და 296 კვ.მ-ზე განლაგებული მიმღებით შეხვდება. მიმდინარე წლის ბოლოსთვის სასტუმრო 586 კვ.მ-ზე განთავსებული დახურული აუზით იქნება წარმოდგენილი. პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ დოლარზე მეტია”,– განუცხადეს knews.ge-ს კომპანიაში.