ყვარელში მდებარე უძველეს ე.წ. თურგაანთ ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა. უწყების ინფორმაციით, ეკლესია სამხრივი მინაშენით დარაბაზული ტიპისაა და ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე.
“აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომელიც მხრებით იყო გამოყოფილი დარბაზისგან. ჩრდილოეთის მინაშენი ორნაწილიანია. აღმოსავლეთის მინაშენში ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი გადიოდა. ტაძრის ინტერიერი სავსეა ნაშალი მასით და დაფარულია მცენარეული საფარით. მინაშენებიდან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის კედლის ქვედა ფრაგმენტები და ჩრდილოეთი მინაშენის გამყოფილი კედლის ნაწილი”, – აღნიშნულია ძეგლის ანოტაციაში.