გამოძიება ბაკურციხეში მოლარის მიერ თანხის შესაძლო მითვისების ფაქტით დაინტერესდა
საინფორმაციო საგენტო “აიპრესის” ცნობით, საუბარია დაახლოებით 25 000 ლარის გაფლანგვაზე.
როგორც knews.ge-ს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს მითვისებას ან გაფლანგვას. საქმის სხვა დეტალებზე საუბრისას უწყებაში თავს იკავებენ. საქმეზე გამოძიება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო.
სოფელ ბაკურციხეში აღნიშნული მაღაზია მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა.