კახეთში საჯარო მოხელეებს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
საზოგადოების ინფორმირება ამ კუთხით დაბალია. ჰაბის ორგანიზებით კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ასოცირების ხელშეკრულებაში მრავალდონიანი მმართველობის გარდა, ყურადღება გამახვილებულია ღარიბი რაიონების განვითარებასა და რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის საკითხებზე. ახალი სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას: თვითმმართველობების უფლებამოსილებების გაფართოვებას, მეტი ეფექტიანობისთვის ფინანსური რესურსის მიცემას და გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უმაღლესი სტანდარტების დანერგვას მოიცავს.
ექსპერტები თვითმმართველობის საკითხებში ლიზი სოფრომაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი ფუქნცია უნდა იყოს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ინფორმირება.