ევროკავშირთან ასოცირების საკითხებზე კახეთში სადისკუსიო შეხვედრები გაიმართა
თვითმმართველობის საკითხებში მოწვეულმა ექსპერტმა კოტე კანდელაკმა რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრა. ექსპერტის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირება. კანდელაკი მიიჩნევს, რომ ახალი რეფორმა ქვეყნის თვითმმართველობების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრებზე დამსწრე საზოგადოების დაინეტრესება გამოიწვია რამდენიმე საკითხმა: რას მოიცავს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობა, და როგორ უნდა დამკვიდრდეს შედეგზე ორიენტირებული მმართველობის სისტემა.