“ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ თითოეული რეგიონის პოტენციალის განვითარებას”
მან ყურადღება გაამახვილა იმ პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რომლებიც განაპირობებს რეგიონების პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებას.
“2019 წლის ბიუჯეტის განხილვის პროცესში უკვე დავიწყეთ რეგიონული შეხვედრები, ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების განხილვა. შეხვედრების გარდა, მეტი ჩართულობისთვის დონორებთან ერთად ვგეგმავთ რეგიონების განვითარების ფონდის განაწილების ფორმულის გადახედვას“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საჭიროებაზე, ამ მიმართულებით დაგეგმილ სამუშაოებსა და დეცენტრალიზაციის კონცეფციის შემუშავებაზე. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 2018-2025 წწ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დამტკიცება და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება.