ახალი ამბები

“ვერ ვითვისებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მნიშვნელოვან პოტენციალს”

მამუკა ბახტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, ეს ძალიან მცირეა. 
,,ჩვენ ვერ ვითვისებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძალიან მნიშვნელოვან პოტენციალს. შესაბამისად სამომავლოდ ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეს იქნება და ამაზე იქნება ფოკუსირებული ჩვენი ძალისხმევა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სკეპტიკური შეხედულებები, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ გავზარდოთ ჩვენი კონკურენტნარიანობა სოფლის მეურნეობის სექტორში და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.