პრემიერი – რეგიონული მმართველობის მიმართულებით საკადრო ცვლილებები იქნება
მამუკა ბახტაძის აზრით, გუბერნატორის ინსტიტუტს გაძლიერება და მოსახლეობისთვის მისაღები ფორმის მიცემა სჭირდება.
„ჩვენ არ გვჭირდება ისეთი ტიპის ბიუროკრატიული დონეები, რომელიც მოსახლეობას ვერ მოუტანს დამატებით სიკეთესა და შეღავათს. ვფიქრობ, ეს ინსტიტუტი აუცილებელია, მას სჭირდება გაძლიერება, ისეთი ტიპის მოქნილი სტრუქტურის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსახლეობისგან მივიღოთ ადგილზე არსებული პრობლემური საკითხები და ამავე დროს, ვიმუშაოთ ამ საკითხების მაქსიმალურად ოპერატიულ რეჟიმში აღმოფხვრაზე. ვფიქრობ, მმართველობითი სტრუქტურების გარკვეული ნაწილის ეფექტურობა ძალიან დაბალია და საჭიროებს სერიოზულ ცვლილებებს, მათ შორის საკადრო ნაწილში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობა შესაძლოა დატოვოს კახეთის გუბერნატორმა. ირაკლი ქადაგიშვილის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ. როგორც knews.ge-ს უწყებაში განუცხადეს, ქადაგიშვილი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.