,,ცენტრიდან მუნიციპალიტეტებს რესურსების დიდი ნაწილი 2025 წლისთვის გადაეცემათ”
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს მუნიციპალიტეტებს მისცემს ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად.
მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.
,,დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ადგილობრივ თვითმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განხორციელდა, რომლებიც ევროპის საბჭოს მონიტორინგმა უმაღლესად შეაფასა. ამ მიმართულებით გატარებული რეფორმები მიმდინარე წლის მონიტორინგის მისიის ანგარიშშიც დადებითად აისახა. გარდა ამისა, მთავრობა გეგმავს თვითმმართველობების რესურსების გაზრდას. 2025 წლისთვის კომპეტენციები და რესურსები ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცემა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.