გურჯაანისა და პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეებს შორის თანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილი გაფორმდა
ვიზიტის ფარგლებში გურჯაანისა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილი, რომელიც ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.
შეთანხმებას ხელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერმა ვოიცეხ ოლდაკოვსკიმ მოაწერეს.
„ჩვენ ახლა ვდგამთ ნაბიჯებს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით და ძალიან ვაფასებთ პოლონელების სურვილს მხარდაჭერასთან და სამომავლო ურთიერთობასთან დაკავშირებით,” – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.