სიღნაღის მერიამ 5 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც Knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, 4 თანამდებობაზე ღია და პოზიციაზე დახურული კონკურსი ჩატარდება.
,,კონკურსი გამოცხადდა შემდეგ ვაკანსიებზე:
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილების უფროსის (დახურული კონკურსი), ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, ეკონომიკის სამსახურის შესყიდვების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციებზე. აღნიშნულ ვაკანსიებზე თანამდებობრივი სარგო 650 ლარიდან 1200 ლარამდეა. კონკურსის ძირითადი მოთხოვნებია უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი და 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება”,- განუცხადეს Knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.