ახალი ამბები

თელავში რაგბის სტადიონის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება

„რაგბის განვითარების ჯგუფის“ გენერალურ დირექტორ მერაბ აბდუშელიშვილის ინფორმაციით, სტადიონის გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში იგეგმება.
მისი თქმით, კახეთის რეგიონში რაგბიზე მოთხოვნა დიდია, ხოლო თელავში ახალი სტადიონის გახსნა სპორტის ამ სახეობის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
,,სტადიონის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. სტადიონი 3 ჰექტარზე განთავსდება, სადაც ორი ხელოვნური და ბუნებრივი საფარით სათამშო მოედანი მოეწყობა. ახალი რაგბის სტადიონი შესაბამისი, ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურით იქნება წარმოდენილი, ხოლო შიდა სივრცეში საშხაპეები, გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, ექიმის ოთახი და დოპინგ კონტროლი იქნება. თელავს სტადიონი სჭირდებოდა, რადგან რაგბი აქ სწრაფი ტემპებით ვითარდება და ბევრი მოზარდი თამაშობს. ვფიქრობთ, სტადიონის მშენებლობა გაამართლებს, რადგან თელავში რაგბზე მოთხოვნა დიდია,“ – განაცხადა აბდუშელიშვილმა.
პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია, „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს.