თელავში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე მშობელთა მხარდაჭერის ცენტრი გაიხსნა
,,მაკლეინის ასოციაციის” პარტნიორი ორგანიზაციის, შშმ პირების მშობელთა კავშირ ,,ლამპარის“ წარმომადგენელ ნინო ხუციშვილის განცხადებით, ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და მათი მშობლების უფლებების დაცვას.
,,გავხსენით მშობელთა მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც შშმ პირების საკითხებზე აქტიურად იმუშავებს. ოფისმა ფუნქციონირება დაიწყო ერთი თვის წინ, ვმუშაობთ სამი მშობელი და ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს ნებისმიერ საკითხზე გავუწიოთ დახმარება. არ ვართ სპეციალისტები, მაგრამ გავიარეთ 140 საათიანი ტრენინგ- კურსები მაკლეინის ასოციაციის დახმარებით, რომელსაც აფინანსებდა ამერიკის საელჩო. აქედან გამომდინარე, ვიცით, როგორ ვმართოთ საკითხები, რომელიც ადვოკატირებას საჭიროებს, ასევე გარკვეული ტიპის სპეციფიური საჭიროებები სად და როგორ უნდა მოვაგვაროთ, და ამ პრობლემების გადაჭრის გზებს ჩვენ ვასწავლით ნებისმირ მსურველს’’,- განუცხადა knews.ge-ს ნინო ხუციშვილმა.