ახალი ამბები

გურჯაანში, დიდების მემორიალზე, ტელესკოპი დამონტაჟდა

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ვეჟინის” დირექტორის, ლაურა ხარიტონაშვილის ინფორმაციით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ალაზნის ველი ახლოდან დაათვალიერონ. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ქალაქში ტურიზმის განვითარებას.
,,დიდების მემორიალზე ჩვენი ორგანიზებით ტელესკოპი, იგივე ბინოკულარი დამონტაჟდა. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მემორიალის ტერიტორიაზე დაიდგა 5 ახალი სკამი, დამონტაჟდა ორი საინფორმაციო ბანერი, საიდანაც ერთზე მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ძეგლების შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული. დაგეგმილია განათების დამონტაჟებაც. ტელესკოპის გამოყენება ფასიანია და ერთი ლარი ღირს. ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა”,- განაცხადა ლაურა ხარიტონაშვილმა.