ახალი ამბები

ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებას თვითმმართველობები გააკონტროლებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტების ფაქტებზე რეაგირების პასუხისმგებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ექნებათ, რიმლებიც აღნიშნული ნორმების დამრღვევებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ.
,,მიმდინარე წლის 1 ივლისამდე, დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები განსაზღვრავდნენ. მიღებული ცვლილებების მიხედვით, კი ეს უფლებამოსილება თვითმმართველობებს გადაეცათ. უწყება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სპეციალურ 20 მზომს ეტაპობრივად გადასცემენ”,– განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ 77¹ და 77² მუხლები 2017 წლის 30 ივლისიდან დაემატა, რომელთა მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონით განისაზღვრა.