საგარეჯოში 16 წლის ბიჭი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს
მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
“სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, „მაკაროვისა“ და „გოლდსტარის“ სისტემის პისტოლეტები, 3 მჭიდი და 40 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს მოსახლეობისგან უკანონო იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღებას, რაც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.