გომბორის გზაზე მომხდარი ავარიისას 25 ტურისტი დაშავდა
შემთხვევის შედეგად 25 ტურისტი დაშავდა. ისინი ქალაქ მინსკიდან არიან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მდებარე ღვინის მარნის დასათვალიერებლად მიდიოდნენ. დაშავებული 25 ტურისტიდან ერთი სამკურნალოდ თბილისში გადაიყვანეს. ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ნეკნი ჰქონდა მოტეხილი და საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია.
16 დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, ხოლო ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკაში 8 პაციენტი მკურნლობს, საიდანაც ერთს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. სამ მათგანს კი თავის ტვინის შერყევა აქვს. მედიკოსების ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც მოძრაობის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.