ურეკში 13 წლის სიღნაღელი მოცეკვავე ზღვაში დაიხრჩო
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევიდან ურეკში გასტროლებზე იყო ჩასული.
თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ლაშქრულში” ცეკვავდა. ანსამბლის წევრების ინფორმაციით, მოზარდი აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მაშველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
“მაშველებმა ზღვიდან 10 და 16 წლის მოზარდები გამოიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე მოზარდიც. 13 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.