სოფელ რუისპირში პურის ზეიმი გაიმართება
,,ჩვენს ბიოდინამიურ მეურნეობაში დავგეგმეთ პურის ზეიმის მოწყობა. იცით, რომ მოგვყავს უძველესი ქართული ჯიშის ხორბალი ყოველგვარი ქიმიური ჩარევის გარეშე, წინაპრების მეთოდების და ბიოდინამიური ხერხების შერწყმით. გადავწყვიტეთ, რომ მოსავალიც უძველესი ქართული მამაპაპური მეთოდით ავიღოთ და ხორბალი კევრით გავლეწოთ. სოფლის მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობს ამ საქმიანობაში. მოსავლის აღებისა და დაბინავების შემდეგ მოვაწყობთ ტრადიციულ ნადიმს და დავაგემოვნებთ ბიომეურნეობაში დამზადებულ ღვინოს”, – განუცხადა knews.ge-ს აგროტურისტული ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ალადაშვილმა.
აგროტურისტული ცენტრი აერთიანებს ხილის ჩირის საშრობს, წისქვილს, კახურ მარანს, ღვინის სადეგუსტაციო ოთახს და სხვა მცირე მეურნეობებს.
,,ამ საქმიანობების გარდა, გვყავს კახური ჯიშის ღორები, რომლებსაც ვკვებავთ ჩვენივე მოყვანილი ქერით, სიმინდით. აქ მოსულ ტურისტს კი საშუალება აქვს, დააგემოვნოს ეკოლოგიურად სუფთა ხორცი. გარდა ამისა, მივდევთ მეფრინველეობას და გვყავს ფუტკარი, ძველი ქართული მეთოდით ვამზადებთ მურაბებს, ჯემებს, ველური ხილის ჩირს და ჩურჩხელას’’,– აცხადებს ალადაშვილი.