გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართება
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის გუნდები.
,,ჟიურის წევრები იქნებიან: გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი, „მავანი“-ის როლის შემსრულებელი ლევან კვარაცხელია, ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ბაქარის როლის შემსრულებელი ბუბა მირცხულავა, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ საქართველოს ნაკრების წევრი სოფო ტორაძე და „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ხელმძღვანელი სოფია ბანძავა. გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა კლუბები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით შეიქმნა. შესარჩევ ტურში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა მონაწილეობდა, კონკურსის შედეგად კი მხიარულთა და საზრიანთა 14 გუნდი შეიქმნა, რომლებიც ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას”,- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.