ყვარლის მერიამ 2 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს მერიაში განუცხადეს, ვაკანტურია საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციები. უწყების ინფორმაციით, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას.
“კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე სავალდებულოა საგარეო ურთიერთობების ან საერთაშორისო პროექტების ან ტურიზმის სფეროში მუშაობის ორწლიანი სამუშაო გამოცდილება. საგარეო ურთიერთობების საკითხებში უფროსი სპეციალისტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე კი აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 700-დან 1000 ლარამდე მერყეობს“, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მერიაში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს მერიის მიერ გამოცხაებულ ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) 6 ივლისამდე შეეძლებათ.