შატო მერესთან ორანჟერეა “ბროლის გორა” გაშენდება
მისი თქმით, სამომავლო გეგმებში ბევრი გამოწვევაა.
“ორანჟერეა იქნება, სადაც უზარმაზარი, მთელი ატრაქცია – ხეები, ფრინველები, სასტუმრო ოთახები განთავსდება. ჰაიდელბერგებში ვნახე ერთი ადგილი და მინდა აქაც გავაკეთო. ეს იქნება ორანჟერეა, სადაც იცხოვრებ”, – განაცხადა გია პირადაშვილმა.
ბიზნესმენის ინფორმაციით, ახალი პროექტი, რომელსაც განახორციელებენ, სრულიად განსხვავებული კონცეფციის იქნება.
,,შესაძლებელია ასევე სასადილოს, დასასვენებელი სივრცეებისა და სხვა ადგილების ისე მოწყობა, რომ ადამიანები ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე ვერ დასხდნენ. აღნიშნულ ადგილას სიმყუდროვისთვის, რა თქმა უნდა, იქნება განმარტოვების ადგილებიც”, – ამბობს პირადაშვილი.