გურჯაანში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა
გურჯაანის მერის მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის ინფორმაციით, 11,12 და 16 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობები, სანიაღვრე არხები, ხევები და შიდა საუბნო გზები.
“კომისიამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უკკვე დაითვალა. ეს თანხა 1 მილიონ 159 ათას ლარს შეადგენს. სტიქიამ დააზიანა სანიაღვრე არხები, ხევები, წყლის სათავე ნაგებობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი და სოფლების შიდა საუბნო გზები. გარდა ამისა, ოთხ სოფელში ასევე დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობები, თუმცა ერთადერთი სოფელია მუკუზანი, რომელსაც წყალი არ მიეწოდება. დანარჩენი სოფლები წყალს სრულფასოვნად ვერ იღებენ, თუმცა მალე ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება”, – განაცხადა სიმონ ქოჩორაშვილმა.