ახალი ამბები

პანკისში საფეხმავლო ტურიზმის განვითარება იგეგმება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე უწყება სამთო-საფეხმავლო ბილიკებს გამოიკვლევს. უწყების ცნობით, პროექტის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობა საქართველოს საფეხმავლო ქსელის პროექტის ნაწილი გახდება. 
“კვლევა, რომელზეც 57 ათასი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული, 7 მიმართულებას მოიცავს, ესენია: 
1. ჯოყოლო- სათვალთვალო კოშკი- ამფითეატრი- დუისი 
2. ხალაწანი- თორღვა პანკელის ციხე 
3. ძიბახევი- ბაწარას ნაკრძალი- ტბათანა – საქისტო- ქოჩადალა- ხადორი 
4. ჯოყოლო- ძიბახევი- ხადორი- ქოჩადალა – ლამაზური 
5. ომალო- ნაქერალა 
6. ხადორი – ხორაჯო 
7. დუისი მღვიმე – ქვემოხალაწანი”, – განუცხადეს knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. 
უწყებაში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, ამ მიმართულებებზე ტურისტული პოტენციალის ანალიზი და შესაბამისი რუკები მოამზადოს, დეტალურად აღწეროს მარშრუტებზე არსებული ობიექტები, დაგეგმოს ოპტიმალური სვლა-გეზები.