“კახეთში ტურიზმის სრულად განვითარებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება”
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, რეგიონში კვლავ არის გზების და მოსახლეობის სრულად წყალმომარაგების პრობლემები, რომლებიც ეტაპობრივად გადაწყდება.
“კახეთის რეგიონი მიმდინარე წელს სეზონზე ტურისტებს 159 სასტუმროთი და სახლი-სასტუმროთი შეხვდება, რაც ჯამში 1 625 საწოლს უდრის. რეგიონში 2018 წელს გაიხსნება სასტუმრობი – რედისონი წინანდალი, ჰოლიდეი ინი თელავი, 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები: გოლდენ ტიულიფი, ვილა გოდოლი. კახეთში ტურიზმის სრულად განვითარებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება”, – განუცხადა “კომრესანტს” ირაკლი ქადაგიშვილმა.