ახალი ამბები

ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში თელავში ღონისძიებები გაიმართება

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უწყების მხარდაჭერით ღონისძიებები 29 ივნისს დაიწყება. 
,,13:00 საათზე გაიმართება გარბენი ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე; 13:30 საათზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გაიმართება ასფალტზე ხატვა და ბენდი “ღამურების” კონცერტი; 14:00 სთ-ზე თესაუს დარბაზში წარმოდგენილი იქნება 2 დოკუმენტური ფილმი ენერგოეფექტურობის შესახებ. “ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული 2018″ წარმოადგენს ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მდგრადი ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ადგილობრივი ხელისუფლების, მრეწველობის, არასამთავრობო სექტორის. მისი მიზანია მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის საკითხების შესახებ განხილვის ხელშეწყობა, სხვადასხვა მოთამაშეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და უახლესი მიღწევების შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება როგორც მდგრადი ენერგეტიკის ბაზარზე, ასევე სამეცნიერო-კვლევით სფეროში”, – განუცხადეს Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.