ახმეტის მერია თუშეთში ნარჩენების მართვას იწყებს
როგორც knews.ge-ს ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, ურნების განთავსება სხვა სოფლებშიც იგეგმება.
„ამ ეტაპზე თუშეთში ნაგვის 48 ბუნკერი ავიტანეთ. უახლოეს მომავალში ურნების განთავსება თუშეთის დანარჩენ სოფლებშიც იგეგმება, რაც დასუფთავების სერვისისა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ნარჩენების სეპარირების მიზნით ვგეგმავთ ბუნკერების განთავსებასაც, სადაც მხოლოდ პლასტმასის ბოთლები მოთავსდება“, – განუცხადა knews.ge-ს ვაჟა ნასყიდაშვილმა.
თუშეთში მუნიციპალური ნარჩენების მართვის პროგრამა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.