ახალი ამბები

ყვარლის სამ სოფელში 180 ჰექტარი ვენახი დაისეტყვა

სპეციალურმა კომისიამ 24 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა უკვე დაასრულა. როგორც knews.ge-ს ყვარლის მერიაში განუცხადეს, დაზარალებული მოსახლეობის დიდ ნაწილს ვენახები დაზღვეული არ ჰქონდა. 
„სოფელ კუჭატანში დაისეტყვა 70 ჰექტარი ვენახი. ზარალის ოდენობა 50-დან 80%-მდე მერყეობს. გარდა ამისა, დაზიანდა 30 ჰექტარი სიმინდის ყანა, რომლის ზარალის ოდენობა 20-დან 50%-მდე მერყეობს. სოფელ სანავარდოში სეტყვამ 20-დან 50%-მდე დააზიანა 40 ჰექტარი ვენახი, სიმინდი კი 20 ჰექტარზე დაისეტყვა. სოფელ ჭიკაანში 70 ჰექტარი ვენახი დაზიანდა და ზარალის ოდენობა 20-დან 50%-ის ფარგლებშია. სანავარდოსა და კუჭატანში სულ რამდენიმე მოსახლეს ჰქონდა დაზღვეული ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ამ სოფლებთან შედარებით ჭიკაანში კი უფრო მეტ მოსახლეს ჰქონდა დაზღვეული მოსავალი“, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მერიაში.