სოფელ ჩუმლაყში ახალი ტაძრის მშენებლობა იგეგმება
ინიციატორი ვაზისუბნის ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელმსახური, მამა გრიგოლ მთვარელიშვილია.
მოძღვრის ინფორმაციით, სოფლის ცენტრში 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ეკლესიის აშენება მამა ბარნაბი წვერიკაზმაშვილმა დაიწყო, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა.
როგოც ტელეკომპანია ,,გურჯაანს” მამა გრიგოლმა განუცხადა, იგი საბერძნეთში, იმყოფებოდა და წმინდა სპირიდონის სამი დაწერილი ხატი თავად ჩამოაბრძანა, რომლებიც შემდეგ ახალ ტაძარში განთავსდება.
knews.ge-ს ინფორმაციით, ეკლესიის მშენებლობისთვის გაიხსნება სპეციალური ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება შემოწირულობის გაღება და ეკლესიის მშენებლობაში წვლილის შეტანა.